პატრიარქთან შეხვედრა მამა დავით ჭინჭარაულმა ჩაშალა - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 16:17 | 19.06.2017
ნანახია: 1603

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის აზრით, დეკანოზის ოჯახის წევრებსა და პატრიარქს შორის გასულ კვირას ბობოყვათში გასამართი შეხვედრის ჩაშლაში მამა დავით ჭინჭარაულია დამნაშავე.

რამიშვილმა საზოგადოებრივთან დეტალურად გაიხსენა შეხვედრის წინა დღე და მასსა და დეკანოზის ძმას შორის გამართული საუბარი.

„წინა კვირაში შეხვედრა უნდა ყოფილიყო ოჯახის წევრებსა და პატრიარქს შორის ბობოყვათში. შეხვედრა დანიშნული იყო 11:00 საათზე. წინა დღეს ღამის 9-ის ნახევარი იყო, თორნიკემ (დეკანოზის ძმამ) მთხოვა,თუ შემეძლო ბობოყვათში წასვლა. თუ საჭირო იქნება და პატრიარქის სურვილი იქნება შენც მიგიღოსო. მე ვუთხარი ჩამოსვლით ჩამოვალ, მაგრამ სუბორდინაციას ნუ დავარღვევთთქო. თუ ისეთი კითხვები ექნება, რომ პასუხებს ვერ გასცემ, ჩვენ ადვოკატები აქ ვიქნებით და თუ პატრიარქს ექნება სურვილი დიდი სიამოვნებით შეხვდებითქო. ზუსტად 2-ის ნახევრისთვის მე დაჯავშნული მქონდა ავტობუსი და ვემზადებოდი გასამგაზავრებლად, როდესაც 1-ის ნახევარზე დამირეკა თორნიკემ და მითხრა, რომ მას დაუკავშირდნენ ღამით და უთხრეს, რომ პატრიარქი შეუძლოდ იყო და დილით შეხვედრა ვერ მოხვდებოდა. ეს დავალება გასცა მამა დავით ჭინჭარაულმა. კითხვა ჩნდება, ჭინჭარაული ექიმი არაა და ჭინჭარაულმა არ უნდა იცოდეს, როგორ იქნებოდა პატრიარქი მეორე დღეს“, - განაცხადა რამიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე