საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პატრიარქს ხვდება

საქართველო, თბილისი - 12:23 | 19.06.2017
ნანახია: 976

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პატრიარქს ხვდება. განხილვის მთავრი თემა საკონსტიტუციო მონარქიის საკითხია, რომელზეც ილია მეორემ გუშინ ქადაგებისას ისაუბრა. 

„ზოგადად, კონსტიტუციური მონარქია პრეზიდეტის ინსტიტუტს გამორიცხავს. რაც შეეხება მონარქიის საკითხს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება შეხვედრა პატრიარქთან, ამ შეხვედრის შემდეგ გახდება შესაძლებელი კომენტარის გაკეთება. რაც უწმინდესმა და უნეტარესმა ბრძანა არის ჭეშმარიტება - საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციურ მონარქიას შემოაქვს სიმშვიდე პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი, მათ შორის ჩვენი სპეციფიკა, ადგილობრივი სპეციფიკა. ამასთან დაკავშირებით გვექნება საუბარი და ამის შემდეგ შეგვეძლება კონკრეტული კომენტარების გაკეთება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეხვედრამდე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე