ქუთაისი-ლონდონის მიმართულებით პირველი ავიარეისი შესრულდა

საქართველო, თბილისი - 16:40 | 18.06.2017
ნანახია: 1179

ავიაკომპანია "ვიზეარმა" ქუთაისიდან პირველად, ქუთაისი-ლონდონის მიმართულებით რეისი შეასრულა. ლონდონის მიმართულებით ქუთაისიდან ფრენები კვირაში ორჯერ განხორციელდება. ბილეთის საწყისი ფასი კი 47 ლარია.

ლონდონის რეისის ერთ-ერთი პირველი მგზავრი ქუთაისის მერი შოთა მურღულია იყო, რომელიც ქუთაისთან დამეგობრებულ ქალაქ ნიუპორტში გაემგზავრა.

როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განმარტავენ, ეს რეისი საგრძნობლად გაზრდის ტურისტების ნაკადს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე