ლარი კვლავ გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 16:58 | 16.06.2017
ნანახია: 224

16 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.4106 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4083 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში  0.23 თეთრი შეადგინა.                            

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.6941 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6896 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.45 თეთრი შეადგინა.   

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6869 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.0783 ლარი ეღირება.                                                                                         

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 17 ივნისიდან  შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე