Tbilisi Open Air ოფიციალურად გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 16:32 | 16.06.2017
ნანახია: 1514

Tbilisi Open Air ოფიციალურად გაიხსნა. მუსიკალური ფესტივალი მსმენელს სამი დღის განმავლობაში „ლისი ვანდერლენდის“ ტერიტორიაზე გააერთიანებს. 

ფესტივალი წელს გამორჩეული პროგრამით წარსდგება მსმენელის წინაშე. სპეციალურად დამონტაჟებულ სამ სცენაზე ერთმანეთს სხვადასხვა ჯგუფი და არტისტი მთელი დღის განმავლობაში ჩაანაცვლებენ. 

პირველი დღის ჰედლაინერი ცნობილი ბრიტანული ჯგუფი „ანათემა“ იქნება.

წლევანდელ საფესტივალო პროგრამაში დიდი ადგილი ქართველ მუსიკოსებს უკავიათ. 

1990-იან წლებში შექმნილი ჯგუფი Soft eject 2012 წლის შემდეგ პირველად Tbilisi Open Air-თვის შეიკრიბება. Soft eject-ის კონცერტს ფესტივალის მეორე დღე დაეთმობა.

17 ივნისს მთავარ სცენას „ლენინგრადი“ დაიკავებს, ხოლო ფესტივალს ჯგუფი „არქაივი“ დახურავს, რომელიც საქართველოში მეორედ ჩამოვა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე