გორის ვიცე-მერის ოჯახი დააყაჩაღეს

საქართველო, თბილისი - 12:49 | 16.06.2017
ნანახია: 1055

გორში ვიცე-მერის, გოგა რაზმაძის ოჯახი დააყაჩაღეს.

მეზობლების თქმით, ნიღბიანები, სავარაუდოდ, ქალის ფორმაში იყვნენ გადაცმულები. 

არსებული ინფორმაციით, რაზმაძის ოჯახში ნიღბიანები საღამოს შეიჭრნენ, რა დროსაც სახლში ძიძა ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა.

ძიძას ფიზიკურად გაუსწორდნენ და თანხა მოსთხოვეს. 

ჯერ-ჯერობით უცნობია მოახერხეს თუ არა ყაჩაღებმა რამის წაღება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე