"სვეტის" დამფუძნებლის გატაცებაში ბრალდებულებს "კიდ არქიტექტურის" დამფუძნებელის გატაცებაშიც ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 12:57 | 15.06.2017
ნანახია: 1147

"სვეტის" დამფუძნებლის გატაცებაში ბრალდებულებს  "კიდ არქიტექტურის" დამფუძნებელის გატაცებაშიც ადანაშაულებენ. ,,რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, 10 თვის წინ ბრალდებულებმა  ზურაბ წერეთლის ოჯახის კიდევ ერთი ბიზნეს პარტნიორი ნიკა შავიშვილი გაიტაცეს.

.შავიშვილმა მომხდარზე დამატებითი ინფორმაცია სამართალდამცავებს გუშინ კიდევ ერთხელ მიაწოდა. ის შსს-ში გამოიკითხა. შავიშვილი ჰყვება, რომ მის გატაცებაშიც ის პირები მონაწილეობდნენ, რომლებიც გია ჯიბლაძის გატაცებაში მონაწილეობდნენ. მისივე ინფორმაციით, გატაცება თბილისის ცენტრიდან მოხდა. შავიშვილი მომხდარის სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

 

„მე ვადასტურებ შარშან, 2016 წლის 21 მაისს ჩემი გატაცების ფაქტს, რომელშიც მონაწილეობდა რამდენიმე იმ პირებიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ როგორც მე ვიცი ბატონი გია ჯიბლაძის გატაცებაში. ამ ეტაპზე მე ამით შემოვიფარგლები,“-განაცხადა ნიკა შავიშვილმა.

 

კომპანია სვეტის დამფუძნებელი გია ჯიბლაძე კი ამბობს, რომ მისი და ნიკა შავიშვილის გატაცება  ერთი და იგივე სცენარით განხორციელდა.  ჯიბლაძე მიანიშნებს, რომ შავიშვილის გატაცებაშიც ლევან ჩქარეული და ლევან ბახტაძე ფიგურირებენ.

„რამდენიმე პირი, მანქანა ზუსტად იგივე, მერსედესის ვერცხლისფერი მიკრო ავტობუსი ფიგურირებს მის საქმეში, რაზეც ბატონმა ნიკამ ითანამშრომლა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტთან და მიმდინარეობს გამოძიება. დაახლოებით ორი პირი, დანარჩენი დეტალები გამოძიების თემაა. როდესაც არის თემა რამდენიმე პირი, რამდენიმე პირი იყო, ვინც არ მონაწილეობდა ჩვენს საქმეში და ეს ორი პირი არის დასადგენი და აუცილებლად დასაკითხი.

იგივე სცენარით მოხდა დაგეგმვა ჩემი გატაცების, რა სცენარითაც მიმდინარეობდა ბატონი ნიკას გატაცება. თუმცა, პიროვნება როგორც მე გამეცნო ტყუილი სახელით და გვარით და შემდეგ აღმოჩნდა, რომ  სხვაა, იგივენაირად იცნობდა ბატონი ნიკაც და აღმოჩნდა, რომ არის სხვა,“ - განაცხადა ჯიბლაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე