თბილისის ინტერპოლმა კიშინიოვის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 11:33 | 15.06.2017
ნანახია: 1244

თბილისის ინტერპოლისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა კიშინიოვის ინტერპოლის მიერ ძებნილი, მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ი.პ. დააკავეს. 

შსს-ს ინფორმაციით, ი.პ. დამნაშავედ არის ცნობილი მოლდოვის სისხლის სამართლის კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ტრეფიკინგს გულისხმობს. 

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე