მამაკაცმა ცოლი მატარებლის რელსებზე დააბა და თავი მოიკლა

საქართველო, თბილისი - 11:28 | 15.06.2017
ნანახია: 1113

საფრანგეთში მამაკაცმა ცოლი  მატარებლის რელსებზე დააბა და შემდეგ თავი მოიკლა.

Parisien-ის ცნობით, ინციდენტი ერ და ლუარას დეპარტამენტში მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ქალის ცხედარი დახვდათ, რომელიც მატარებლის მიერ ნაკუწებად იყო ქცეული.

იქვე ახლოს აღმოაჩინეს მამაკაცის ცხედარიც. გვერდით გაჩერებული იყო ავტომობილი, რისი საშუალებითაც გარდაცვლილების ვინაობა დადგინდა.

ქალი სახელად ემილი 34 წლის იყო, მისი ქამარი გიიომი კი 37-ის.

წყვილი ორი წლის წინ დაქორწინდა. მათ ოთხი შვილი ჰყავდათ, სამი პირველი ქორწინებებიდან, ერთი კი საერთო. ინციდენტამდე ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. გავრცელებული ცნობით, მამაკაცი დეპრესიისგან იტანჯებოდა, რადგან ბოლო სამი წელი უმუშევარი იყო.

მან დილის სამ საათზე შვილების პაპას დაურეკა და სთხოვა მათთვის მიეხედა. შემდეგ კი ცოლი მისი სახლიდან წაიყვანა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე