პოროშენკო სააკაშვილის ექსტრადიციის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს - დავით საყვარელიძე

საქართველო, თბილისი - 11:06 | 15.06.2017
ნანახია: 1880

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის ინფორმაციით,   იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ საქმიანობას არ შეწყვეტს, მას საქართველოში ექსტრადიცია ელოდება. "Zіткнення"-ის ეთერში მან აღნიშნა, რომ  პრეზიდენტი პოროშენკო ამ საკითხზე მოლაპარაკებებს, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან აწარმოებს.

„ყველა არხზე საუბრობენ, რომ თუკი სააკაშვილი არ შეაჩერებს თავის პოლიტიკურ ოპოზიციურ საქმიანობას, საქართველოში მისი ექსტრადიცია მოხდება“, - განაცხადა საყვარელიძემ.

მისი შეფასებით, სააკაშვილსა და პოროშენკოს “ღირებულებების ბაზა” განსხვავდება და უკრაინის პრეზიდენტს მიუხედავად იმისა, რომ აშინებდა საქართველოს ექსპრეზიდენტის პოპულარობა, მისი  უკრაინულ ,,პოლიტიკაში შეშვება“ არ სურდა.

 “მოძრაობა ახალი ძალების” შექმნის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა 2016 წლის 19 ნოემბერს განაცხადა. იუსტიციის სამინისტრომ ის 2017 წლის 28 თებერვალს დაარეგისტრირა. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე