2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ზამთარში გაიმართება

საქართველო, თბილისი - 10:34 | 15.06.2017
ნანახია: 1613

ფიფას გადაწყვეტილებით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდება. მიზეზი რთული კლიმატური პირობებია. შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს ყატარის რთული კლიმატური პირობების გამო რამაც, შესაძლოა, მოთამაშეთა ჯანმრთელობას ავნოს.2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 18 დეკემბერს გაიმართება.

„შემიძლია დავადასტურო კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება სამუშაო ჯგუფის წინადადებას. დიახ, ჩემპიონატს ითამაშებენ ნოემბერსა და დეკემბერში. ფინალი 18 დეკემბერს გაიმართება", - აცხადებს „ფიფა“-ს წარმომადგენელი ვალტერ დე გრეგორიო.

ზაფხულში ყატარში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ თამაშებს ჩაატარებდნენ სტადიონებზე, რომლებსაც ჰაერის აქტიური ცირკულაცია ექნებოდათ, მაგრამ შემდეგ ტურნირის გადატანის გადაწყვეტილება მიიღეს .




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე