„სვეტის“ ხელმძღვანელის გატაცების საქმეზე დაკავებულ დავით ბერეჟიანს და ნიკიფორე კუტალაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

საქართველო, თბილისი - 15:50 | 14.06.2017
ნანახია: 1058

საშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელის გატაცების საქმეზე დაკავებულ დავით ბერეჟიანს და ნიკიფორე კუტალაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

მოდულის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ბერეჟიანისა და კუტალაძის ადვოკატმა, ფრიდონ ყუფარაძემ განაცხადა, რომ ოთხს დაკავებულს გამოძიება მხოლოდ გატაცებას ედავება.

მისივე თქმით, მას საქმის მასალები ახლა გადაეცა, მათ შორის ვიდეომასალები, რომელსაც შეისწავლის და სასამართლოში დასაფიქსირებელ პიზიციას ჩამოაყალიბებს.

„ბრალი წაუყენეს გატაცების მუხლით. არავითარ გამოძალვაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. როგორც გამომძიებელმა თქვა, ოთხ დაკავებულს მხოლოდ გატაცებას ედავებიან. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ“, - განაცხადა ადვოკატმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე