ლონდონში ხანძარი შესაძლოა მაცივრის აფეთქებას გამოეწვია - ბრიტანული მედია

საქართველო, თბილისი - 15:48 | 14.06.2017
ნანახია: 1318

ლონდონში 24-სართულიან სახლში ხანძარი შესაძლოა მაცივრის აფეთქებას გამოეწვია. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს.

ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა. 50-ზე მეტი დაშავებული საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ლონდონის ასობით მოქალაქე კი ნათესავებს ეძებს. მეხანძრეების თქმით, ხანძრის შედეგად120-მდე ოჯახი დაზარალდა.

როგორც ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა მაიკლ პარამასირვანმა Daily Mail-ის განუცხადა, ცეცხლი გაჩნდა და შემდეგ გავრცელდა მაცივრის აფეთქების შედეგად.

„ბი-ბი-სი“ სხვა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდოდ აფეთქება მეოთხე სართულზე მოხდა, რის შემდეგაც ცეცხლი მთელს სახლს მოედო.

მეხანძრეები ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე მუშაობენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე