"მასტერი" მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს

საქართველო, თბილისი - 15:34 | 14.06.2017
ნანახია: 1671

პროკურატურამ რეპერ გიორგი კოპალეიშვილის, იგივე „მასტერის“ გამოკითხვა დაასრულა.

როგორც თავად განაცხადა, პროკურატურას გიორგი ქებურიასთან მიმოწერა აჩვენა.

"მიმოწერა ვაჩვენე. ვიცოდი, რომ ეს დააინტერესებდათ და ამოვბეჭდე სპეციალურად. რაც შეეხება ჩემი სოციალური ქსელის ნახვას, ამაზე გამომძიებლებმა მითხრეს, რომ განჩინებაა საჭირო და შეიძლება კვლავ დამიბარონ. მე მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიებასთან", - თქვა გიორგი კოპალეიშვილმა.

ცნბობისთვის, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელდა რეპერ მასტერისა და "ბირჟა მაფიას" წევრ გიორგი ქებურიას შორის მიმოწერა, რომელიც ვიდეოკლიპს ეხება.

"შსს გაღიზიანდა და კლიპი დააცენზურა", - წერს გიორი ქებურია გიორგი პავლიაშვილს დაკავების წინა ღამეს.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პროკურატურაში „ბირჟა მაფიას“ კლიპში პოლიციელის როლის შემსრულებლის გიორგი გაგუას გამოკითხვა მიმდინარეობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე