ავღანეთში აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა - მათგან ოთხი ბავშვია

საქართველო, თბილისი - 15:33 | 14.06.2017
ნანახია: 1041

ავღანეთის აღმოსავლეთით პაქტიკის პროვინციაში ოთხი ბავშვი და ერთი ქალი აფეთქებას ემსხვერპლა. დაშავდა კიდევ შვიდი ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლის სახლში მოხდა. დაშავებულთა შორის ექვსი ბავშვია.

მომხდარის სხვა დეტალები არ ვრცელდება. დაწყებულია გამოძიება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე