პროკურატურაში "ბირჟა მაფიას" კლიპში პოლიციელის როლის შემსრულებელი იკითხება

საქართველო, თბილისი - 15:18 | 14.06.2017
ნანახია: 1169

თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზე "ბირჟა მაფიას" კლიპში, პოლიციელის როლის შემსრულებელი გიორგი გაგუა იმყოფება.

გაგუა უწყებაში მშობლებთან ერთად მივიდა.

არსებული ინფორმაციით, გიორგი გაგუას დაკითხვა სავარაუდოდ მის მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს უკავშირდება, სადაც მან აღნიშნა, რომ მისთვის უცნობი იყო "ბირჟა მაფიას" კლიპის შინაარსი, სადაც პოლიციაა გაშარჟებული. ვიდეოში პოლიციის როლის შემსრულებელი კლიპის შინაარსს ემიჯნება და აცხადებს, რომ სახის დაბლარვა ვიდეოში რეპ-ჯგუფს სწორედ თვითონ მოსთხოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე