ლონდონში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 15:17 | 14.06.2017
ნანახია: 1006

წინასწარი ინფორმაციით, ლონდონში 24-სართულიან სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანი ემსხვრეპლა, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

50-ზე მეტი დაშავებული საავადმყოფოებშია გადაყვანილი. მეხანძრეების ინფორმაციით, 120-მდე ოჯახი დაზარალდა. ევაკუირებული მოსახლეობა დროებით უახლოეს საზოგადოებრივ ცენტრებში, ეკლესიებსა და მეჩეთებშია გადაყვანილი.

მცხოვრებლების თქმით, სახლში სახანძრო სიგნალიზაცია არ მუშაობდა.

ამ მომენტისთვის მათი სიტყვების დადასტურება არავის შეუძლია. დიდ ბრიტანეთში ყველა საცხოვრებელი სახლი აღჭურვილი უნდა იყოს სახანძრო სიგნალიზაციით. მაცხოვრებლები და შენობის მფლობელები კი ვალდებულნი არიან რეგულარულად შეამოწმონ მათი მუშაობა.

მეხანძრეები ჯერ კიდევ ცდილობენ გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას. ადგილზე 200 მეხანძრე და 10-ზე მეტი ექიმი მუშაობს. შენობის ჩამონგრევის საშიშროება არ არსებობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე