პუტინი: სააკაშვილი 2008 წელს პროვოკაციაზე წამოაგეს

საქართველო, თბილისი - 14:56 | 14.06.2017
ნანახია: 1029

რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს პროვოკაციაზე მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებით ვერ წავიდოდა. ამის შესახებ პუტინმა ოლივერ სტოუნისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ მას პროვოკაციისკენ უბიძგეს. ვიღაც მის უკან იდგა. ყოველ შემთხვევაში, ის არავის შეუჩერებია. სააკაშვილს არამხოლოდ მხარი დაუჭირეს, არამედ ყველაფერი თავდაყირა დააყენეს და საქმე ისე წარმოაჩინეს, თითქოს რუსეთი დაესხა თავს საქართველოს. მე ყურებს და თვალებს არ ვუჯერებდი, როდესაც დასავლური მედია რუსეთს ადანაშაულებდა. და მთავარი ისაა, რომ ეს მილიონობით ადამიანმა დაიჯერა. ეს მაშინ, როცა სააკაშვილმა თავად განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს ამ აქციის დაწყების ბრძანება მისცა,“-აღნიშნა პუტინმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე