ლიუბლიანაში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმით ბარელიეფი გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 14:44 | 14.06.2017
ნანახია: 965

სლოვენიის დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ, „ნავიე"-ს სკვერში, „მსოფლიოს მზარდი წიგნების" პროექტის ფარგლებში, გაიხსნა ბარელიეფი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან" რამდენიმე აფორიზმით. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს „მსოფლიოს მზარდი წიგნების" ასოციაციის პრეზიდენტმა, სლოვენიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, ქ. ლიუბლიანის მერმა, სლოვენიის პენ-ცენტრის თავმჯდომარემ და სლოვენიაში საქართველოს ელჩმა ზურაბ ბექაიამ.

ცერემონიის დასასრულს, საქართველოს ელჩმა სლოვენიაში, თბილისსა და ლიუბლიანას შორის მეგობრობის ნიშნად, ქალაქ ლიუბლიანის მერს საჩუქრად შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი" გადასცა.

საელჩო ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე