ლონდონის ცეცხლმოდებული სახლის ფანჯრებიდან ბავშვებს აგდებდნენ

საქართველო, თბილისი - 14:41 | 14.06.2017
ნანახია: 1565

თვითმხილველთა ინფორმაციით, ლონდონის ცეცხლმოდებული სახლის მეათე სართულიდან დედამ  გადარჩენის მიზნით, მცირეწლოვანი ბავშვი მეათე სართულის ფანჯრიდან გადმოაგდო.

Grenfell Tower-ის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა.

ხანძრის შედეგად არის მსხვერპლი, თუმცა მათი რაოდენობა დაუდგენელია. 50-ზე მეტი დაშავებული საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი. მეხანძრეების ინფორმაციით, ხანძრისგან 120-მდე ოჯახი დაზარალდა.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ახალშობილი, რომელიც ქალმა მეათე სართულის ფანჯრიდან გადმოაგდო, ქვემოთ თავშეყრილმა ხალხმა დაიჭირა. ქალი ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა. თვითმხილველთა თქმით, ის სავარაუდოდ ცეცხლმოდებულ სახლში ჩაიკეტა და გამოსვლას ვერ ახერხებდა. ჩვილის გადარჩენის შემდეგ ხალხი ქალს ანიშნებდა, რომ ბავშვი უვნებელი იყო, მაგრამ მას უკვე შიშისგან შეშლილი სახე ჰქონდა.

სხვა თვითმხილვეთა თქმით, გადარჩენის მიზნით მეექვსე სართულიდან ხუთი  წლის ბიჭი გადმოაგდეს. მათივე ინფორმაციით, ბავშვი მიწაზე დაეცა და დაშავდა, სავარაუდოდ მას მოტეხილობები აქვს.

მეხანძრეები ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე მუშაობენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე