საზოგადოებას ახსოვს კალაძის თბილი ურთიერთობა ქურდულ სამყაროსთან - გიორგი კანდელაკი

საქართველო, თბილისი - 14:11 | 14.06.2017
ნანახია: 999

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის განცხადებით,  ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ახალგაზრდა მუსიკოსების დაჭერის გამო გამოხატული საზოგადოების პროტესტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. 

"სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ყველამ ვიხილეთ ახალგაზრდების სამართლიანი პროტესტი მუსიკოსებისთვის ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებასთან დაკავშირებით. ასევე ვიხილეთ, როგორ შეეცადა „ქართული ოცნების“ დიდი ალბათობით მერობის კანდიდატი კალაძე, მუსიკოსებისთვის ნარკოტიკების ჩადების გამო, გამოწვეული პროტესტის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენი საზოგადოების და ახალგაზრდობის მეხსიერება არ არის მოკლე. ჩვენ კარგად გვახსოვს 2015 წელს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები, როდესაც ერთ-ერთ დელეგატს ჩაუდეს ნარკოტიკი, რათა გავლენა მოეხდინათ არჩევნების შედეგებზე და ეს დელეგატი ბატონი გობეჯიშვილი გაათავისუფლეს სწორედ არჩევნების დამთავრების შემდეგ", - განაცხადა კანდელაკმა. 

კანდელაკის განცხადებით, საზოგადოებას ახსოვს კალაძის თბილი ურთიერთობა ქურდულ სამყაროსთან. 

"რად ღირს მარტო "რემენას" აეროპორტიდან გაუჩინარების ისტორია ისე, რომ მას საზღვარი არ გადაუკვეთია და კამერებმა დააფიქსირეს, რომ ეს კანონიერი ქურდი აეროპორტიდან კალაძის ბიზნესპარტნიორმა გამოიყვანა. არც კორცხელი დაგვიწყებია და კალაძის როლი იმ ძალადობრივი ექსტრემისტული დაჯგუფების ორგანიზებაში, რომელმაც გააჩაღა ძალადობა კორცხელში", - განაცხადა კანდელაკმა. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე