კოპენჰაგენში ქალთევზას ქანდაკება ისევ შეურაცხყვეს

საქართველო, თბილისი - 13:26 | 14.06.2017
ნანახია: 1693

კოპენჰაგენში ვანდალებმა ქალთევზას ქანდაკება ისევ შეურაცხყვეს. მსოფლიოში სახელგანთქმული სკულპტურა ამჯერზე ლურჯი და თეთრი საღებავები შეასხეს.

პოლიცია ახალგაზრდა ქალს ეძებს.

ქალთევზა კოპენჰაგენის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობაა. ტურისტები ყოველთვის მიდიან ქანდაკებასთან და ფოტოებს იღებენ.

ვანდალებმა ქანდაკება პირველად არ შეურაცხყვეს. მაისში უცნობმა პირებმა სკულპტურა წითელი საღებავით შეღებეს.

 „ტვიტერის“ მომხმარებლები მაშინ წერდნენ, რომ ამით ისინი ფარერის კუნძულებზე ვეშაპების განადგურებას აპროტესტებდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე