მგზავრმა თვითმფრინავის აფრენისას საავარიო კარი გააღო

საქართველო, თბილისი - 13:00 | 14.06.2017
ნანახია: 1031

ავიაკომპანია Xiamen Air-ის თვითმფრინავის მგზავრმა ცნობისმოყვარეობის მიზნით საავარიო გასასვლელი იმ დროს გააღო, როდესაც თვითმფრინავი ასაფრენად ემზადებოდა.

ბორტგამცილებელი მგზავრებს ინსტრუქტაჟს უტარებდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მგზავრმა საავარიო კარის სახელური გადასწია.

ინციდენტის მომენტში ბორტზე 113 ადამიანი იმყოფებოდა. საჭირო გახდა მათი სხვა რეისზე გადაყვანა.

რეისი გაუქმდა, პოლიციამ კი ქალი 12 დღით დააკავა.

იმის მიუხედავად, რომ ტრაპი არ დაზიანებულა,  რემონტის მინიმალური ღირებულებამ 14,7 ათასი დოლარი შეადგინა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მგზავრმა მიყენებული ეკონომიკური ზიანი უნდა აანაზღაუროს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე