ლონდონში მრავალსართულიან სახლში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოყვა

საქართველო, თბილისი - 11:10 | 14.06.2017
ნანახია: 1012

ლონდონის სახანძრო სამსახურის კომისრის ინფორმაციით, მრავალსართულიან სახლში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოყვა. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.  

დაღუპულთა რაოდენობა ჯერჯერობით დაუდგენელია. კომისრის თქმით, ასევე უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზებიც.

ძლიერმა ხანძარმა მრავალსართულიანი სახლი Grenfell Tower-ი გვიან ღამით მოიცვა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სახანძრო სამსახურის 40 მანქანა და  200 თანამშრომელი.

ბრიტანეთის დედაქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია 30 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე