ლონდონში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 10:26 | 14.06.2017
ნანახია: 1022

სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა ლონდონში მრავალსართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი.

ლონდონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ცნობით, 30-ივე დაშავებული ქალაქის ხუთ საავადმყოფოში მოათავსეს. ადგილზე ამ დრომდე სასწრაფო სამედიცინო დახმარების 20 ბრიგადაა მობილიზებული.

​ძლიერმა ხანძარმა მრავალსართულიანი სახლი Grenfell Tower-ი გვიან ღამით მოიცვა, შემთხვევის ადგილზე 40 სახანძრო მანქანა და სამსახურის 200 თანამშრომელი იმყოფება, რომლებიც ხანძარს ამ წუთამდე ებრძვიან. შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

ჯერჯერობით უცნობია ცეცხლის გაჩენის მიზეზები. ზოგიერთი მონაცემებით, შენობაში 200-მდე საცხოვრებელი ბინა მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს შენობის ჩამონგრევის რისკიც.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე