მდინარე ვერეს ხეობაში მანქანა გადავარდა - არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 18:05 | 13.06.2017
ნანახია: 1159

მდინარე ვერეს ხეობაში მსუბუქი ავტომობილი გადავარდა. ავტომობილში მყოფი ოთხივე მგზავრი დაშავებულია, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე