მადრიდის პროკურატურა რონალდუს გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 14:42 | 13.06.2017
ნანახია: 1059

მადრიდის პროკურატურის ეკონომიკური დანაშაულის განყოფილებამ სასამართლოში შეიტანა სარჩელი პორტუგალიელი ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ 14,7 მლნ ევროს გადასახადების დამალვის საქმეზე.

 „რეალის“ მოთამაშეს 2011-2014 წლებში ჩადენილი საგადასახადო დანაშაულს ედავებიან.

პროკურატურის სარჩელში ნათქვამია, რომ  ეჭვმიტანილი იყენებდა „2010 წელს შექმნილ კორპორატიულ სტრუქტურას, რათა დაემალა ესპანეთში მიღებული შემოსავლები. ეს კი საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობას ნიშნავს.

რონალდუ ვირჯინიის კუნძულებსა და შვეიცარიაში არსებული ოფშორებით გადასახდებს მალავდა და მისი აგენტების მიერ შემუშავებული სქემით მოქმედებდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე