ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 13:54 | 13.06.2017
ნანახია: 1151

ეროვნული სატყეო სააგენტოს, იმერეთის სატყეო სამსახურის მიერ გეგმიური შემოწმებების შედეგად, ტყის მცველების მიერ, ხონი-წყალტუბოს სატყეო უბნის ტერიტორიაზე გამოვლენილ იქნა 38.88მ³ ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი. ჯამში, მაისის თვეში, ეროვნული სატყეო სააგენტოს, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გამოვლენილ იქნა სამართალდარღვევის 245 ფაქტი, მათ შორის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის - 139, ხოლო სისხლის სამართლის - 106.

უკანონოდ მოპოვებული რესურსის მოცულობა შეადგინა 1542,766 მ3. გარემოზე მიღებულმა ზიანის ოდენობამ - 171617,89 ლარი, მათ შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე - 26747,05 ლარი, სისხლის სამართლის საქმეებზე - 144870,842 ლარი. მასალები, შემდგომი რეაგირების განხორციელების მიზნით, გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში. ეროვნული სატყეო სააგენტო, მსგავსი ტიპის მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით მომავალშიც აქტიურად განახორციელებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე