აშშ-ის ციხიდან ლევან მაყაშვილს დღეს გაათავისუფლებენ

საქართველო, თბილისი - 13:42 | 13.06.2017
ნანახია: 1036

ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის, თაღლითობასა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ სპორტსმენს, ლევან მაყაშვილს დღეს გაათავისუფლებენ.

ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა ლევან ნატალიშვილმა განაცხადა.

მაყაშვილს  სასჯელაღსრულების დაწესებულება გუშინ უნდა დაეტოვებინა, თუმცა შესაბამისი პროცედურების დაგვიანების გამო, ის ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. 

სპორტსმენის უფლებადამცველის ინფორმაციით, დაკავებული საქართველოს 15 მოქალაქიდან სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე პირმა უკვე დატოვა, თუმცა ადვოკატისთვის მათი ვინაობა უცნობია.

რაც შეეხება ავთანდილ ხურციძეს, ის წინასწარ პატიმრობაში რჩება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე