ბანგლადეშში ძლიერი წვიმების შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 13:20 | 13.06.2017
ნანახია: 1272

ბანგლადეშში ძლიერ წვიმებსა და მეწყერს 46 ადამიანი ემსხვერპლა.

კოკისპირული წვიმები ბანგლადეშის აღმოსავლეთ ნაწილში გუშინ დილიდან დაიწყო. ყველაზე მეტად რანგამატისა და ბანდარბანის ოლქები დაზარალდა. დაზარალებულ რაიონებში არ მუშაობს სატელეფონო კავშირი, შეჩერებულია ტრანსპორტის გადაადგილებაც.

ქვეყანაში მუსონების პერიოდი ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით გრძელდება. ამასთან უხვი წვიმების შედეგად გამოწვეული მეწყერი ხშირად ათობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე