დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:04 | 13.06.2017
ნანახია: 1245

დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი დაკავებულია, ამის შესახებ ინფორმაციას de-faqto.cc ერთ-ერთ უკრაინელ სამხედროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინელმა სამხედროებმა სპეცოპერაციის ფარგლებში ტყვედ დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი, გენერალ-მაიორი და 92-ე ბრიგადის ხელმძღვანელი ალექსანდრე ზახარჩენკო აიყვანეს.  "დონეცკის რესპუბლიკის ლიდერი ზახარჩენკო დავაკავეთ. მალე კიევში გადავიყვანთ. ეს გამარჯვებაა!" - წერს ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო Facebook-ზე.

ალექსანდრე ზახარჩენკო თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკას სათავეში 2014 წლის 4 ნოემბრიდან უდგას. ის მინისტრთა საბჭოს მდივანია 2014 წლის 7 აგვისტოდან და ასევე, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტს იკავებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე