ასადის ნათესავმა გერმანიას თავშესაფრის მიღების თხოვნით მიმართა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 13.06.2017
ნანახია: 1070

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ბიძაშვილის ქვრივმა გერმანიას ლტოლვილის სტატუსის მინიების თხობნით მიმართა. ის ამჟამად ვერენდორფის დროებით თავშესაფარში ცხოვრობს.

ვერენდორფის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მიმართვის მიზეზები უცნობია.

თუმცა ქალის აპელაცია, რომელსაც სირიისა და ლიბანის პასპორტები აქვს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ მიიღო.

გამოცემა Westfälische Nachrichten-ის ინფორმაციით, ასადის ნათესავი არაერთხელ   გახდა მტრული დამოკიდებულების ობიექტი თანამემამულეების მხრიდან.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე