მიუნხენში სროლისას რამდენიმე ადამიანი დაიჭრა

საქართველო, თბილისი - 12:01 | 13.06.2017
ნანახია: 1266

მიუნხენის მატარებელში საბუთების შემოწმებისას ბოროტმოქმა პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა. სამართალდამცველი დაიჭრა, დაშავდა კიდევ ოთხი ადამიანი.

მედიის ცნობით, სავარაუდო დამნაშავემ პოლიციელ ქალს ხელიდან იარაღი წაართვა და უმისამართო სროლა დაიწყო.

BILD-ის ინფორმაციით, მსროლელი დაკავებულია. ამ დროისათვის ქალაქის სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია. მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე