გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

საქართველო, თბილისი - 11:53 | 13.06.2017
ნანახია: 1007

გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. კახეთიდან დედაქალაქის მიმართულებით მოძრავი ღვინით დატვირთული ავტომობილი, მთლიანად დაიწვა.

მანქანაში მყოფმა სამმა პირმა თავის გადარჩენა შემთხვევით მოახერხა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და პოლიცია იყო მობილიზებული.

სატვირთო ავტომობილის აალების მიზეზებს ექსპერტიზა სწავლობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე