თურქეთისა და საბერძნეთის სანაპიროებთან მიწისძვრას მსხვერპლი მოყვა

საქართველო, თბილისი - 10:35 | 13.06.2017
ნანახია: 1021

1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა თურქეთისა და საბერძნეთის სანაპიროებთან მომხდარ მიწისძვრას. ბიძგების სიმძლავრემ 6.3 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიის ეპიცენტრი კუნძულ ლესბოსის სამხრეთით, 5 კილომეტრში იყო.

ბიძგები იგრძნობოდა ათენში, სტამბოლსა და იზმირშიც. მიწისძვრამ ძლიერი ნგრევა ლესბოსსა და ქალაქ პლომარიში გამოიწვია.

დაშავებულია სულ მცირე 10 ადამიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე