საქართველოს პრეზიდენტმა ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 10:27 | 13.06.2017
ნანახია: 943

საქართველოს პრეზიდენტის დახვერდის ოფიციალური ცერემონია ასტანაში, ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულან ნაზარბაევის სასახლეში გაიმართება.
საქართველოს და ყაზახეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი და ნურსულთან ნაზარბაევი გაფართოებულ ფორმატში,  სახელმწიფო დელეგაციების თანხლებით შეხვედრებიან, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრაი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.
პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.
ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ყაზახეთის პრემიერთან, პარლამენტში სენატისა და  მაჟელისის თავმჯდომარეებთან.
გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად ასტანაში, ,,ექსპო-2017''-ის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, საქართველოს და ყაზახეთის პავილიონებს დაათვალიერებს და გამოფენის ფარგლებში ,,საქართველოს ეროვნული დღის'' აღნიშვნას დაესწრება.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში 13 ივნისს დასრულდება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე