13 ივნისის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა

საქართველო, თბილისი - 10:24 | 13.06.2017
ნანახია: 1420

13 ივნისის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა.
2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-მდე ადამიანი დაზარალდა, გარდაიცვალა 21 და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი.
სტიქიური უბედურება 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო. მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და "მზიურის" პარკი.
წყალდიდობის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი. ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა.
მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოწვია.
კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მტკვარიც, მარჯვენა სანაპიროზე ჩარჩენილი ხალხის ევაკუაცია ექსტრემალურ პირობებში მოხდა.
სტიქიის შედეგად მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა დაახლოებით 50 მილიონი ლარი შეადგინა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე