რუსი ოპოზიციონერი ნავალნი სახლთან დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:08 | 12.06.2017
ნანახია: 1202

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც მოსკოვში არასანქცირებული მიტინგის ორგანიზატორი იყო, სახლის სადარბაზოსთან დააკავეს. ამის შესახებ ნავალნის ცოლმ ა Twitter-შ დაწერა.

Twitter-ში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, სახლთან გაჩერებული პოლიციის მანქანები და რვა სამართალდამცველი.

შუადღისით ტვერის ქუჩაზე ოპოზიციის არასანქცირებული არნტიკოუფციულოი მიტინგი გაიმართა. აქცია თავდაპირველად ხელისუფლებასთან სახაროვის ქუჩაზე იყო შეთანხმებული. მაგრამ  ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს მიტინგი ტვერის ქუჩაზე გადაეტანათ.

მოსკოვის მერიამ ეს პროვოკაციად შეაფასა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ოპოზიციის მხარდამჭერების გადაადგილებას არ შეეწინაღმდეგბოდა, თუ კი ის ტრანსპარანტებისა და ლოზუნგების გარეშე ჩაივლიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე