პოლ მაკარტნის ქალიშვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ტანსაცმელს გამოუშვებს

საქართველო, თბილისი - 12:56 | 12.06.2017
ნანახია: 1473

ბრიტანელმა დიზაინერმა სტელა მაკარტნიმ კონტრაქტი გააფორმა კომპანია Parley for the Oceans-თან, რომელიც გარემოს დაცვით არის დაკავებული.

თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყება ქსოვილების წარმოება ორგანული ნარჩენებისგან.

ტანსაცმლის გამოშვება ზაფხულის შუა პერიოდში იგეგმება.

ტანსაცმლის დიზაინერი სტელა მაკარტნი The Beatles-ის წევრის პოლ მაკარტნის ქალიშვილია.

მან კარიერა კრისტიან ლაკრუასთან სტაჟირებით დაიწყო, რის შემდეგაც დაარსა პირველი საკუთარი ბრენდი Stella, რომელიც მალე დაიხურა.

1997 წელს ის მოდის სახლის Chloe-ს კრეატიული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2001 წელს ის Chloe-დან წავიდა და თავისი სახელობის ხაზი Stella McCartney გამოუშვა.

მაკარტნი ვეგეტარიანელი და ცხოველების დაცვის ორგანიზაცია PETA-ს მხარდამჭერია. თავისი კოლექციის შექმნისას სტელა ნატურალურ ტყავსა და ბეწვს არ იყენებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე