გზის შეკეთების მოთხოვნით, მოსახლეობამ წალენჯიხა-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა

საქართველო, თბილისი - 12:51 | 12.06.2017
ნანახია: 920

გზის შეკეთების მოთხოვნით,  მოსახლეობამ წალენჯიხა-ზუგდიდის დამაკავშირებელ ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა. სოფელ საჩინოს მოსახლეობა სოფლის 7 კილომეტრიანი გზის შეკეთებას ითხოვს. 

სამართალდამცველებმა გადაკეტილი გზის გახსნა სცადეს, რისი საშუალებაც აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. დაკავებულია ერთი პირიც, რომლის პოლიციაში გადაყვანის საშუალება სამართალდამცველებს აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. 

აქციის მონაწილეები გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ აქციას არ შეწყვეტენ.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე