დღეს, კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზა“-ში მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნის საღამო გაიმართება

საქართველო, თბილისი - 10:50 | 12.06.2017
ნანახია: 1434

დღეს, 19:00 საათზე, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა“ გამოჩენილი ქართველი ხელოვანისა და საზოგადო მოღვაწის მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნის საღამო გაიმართება.

ღონისძიება ხორციელდება  საქართველოს კულტურის ფონდის, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრის „მუზა“ და ასოციაცია „კულტურათა დიალოგი XXI“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ:  საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ხელოვანები,  ფოლკლორული ანსამბლები, „ცისფერი ტრიო“.

ღონისძიებას დაესწრებიან: კულტურის მინისტრი, ქ. თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე,  ხელოვნებათმცოდნეები, მოქანდაკეები, ხელოვანები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე