“ბირჟა მაფიას” წევრები შესაძლოა, დღეს გაათავისუფლონ

საქართველო, თბილისი - 10:40 | 12.06.2017
ნანახია: 1065

“ბირჟა მაფიას” წევრები შესაძლოა, წინასწარი პატიმრობიდან დღეს გაათავისუფლონ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დაკავებული რეპერების გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილის დაკითხვის შემდეგ, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ამასთანავე, პროკურატურა დაეთანხმება აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას.

ცნობისთვის, რეპერებს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად, რაც რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება, თუმცა თავად  აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, რომელშიც  პოლიციელი გააშარჟეს. .




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე