ვიდეოკადრებში დეკანოზი განიხილავს სხვადასხვა პირების პირად ცხოვრებას - პროკურორი

საქართველო, თბილისი - 16:35 | 09.06.2017
ნანახია: 1125

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორ ზვიად გუბელაძის ინფორმაციით,  დეკანოზ გიორგი მამალაძისა და ირაკლი მამალაძის შეხვედრების

 ვიდეოჩანაწერებში საუბარია სხვადასხვა პირების პირად ცხოვრებაზე. დღევანდელი პროცესის შემდეგ პროკურორმა განაცხადა, რომ არ არსებობს ვიდეოკადრები სადაც ვინმეს პირადი ცხოვრებაა ასახული.

"ჩვენი პროცესის დახურვის შუამდგომლობის ეტაპზე, ასევე პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, განვაცხადეთ, რომ სისხლის სასამართლის საქმეზე არ არსებობს ვიდეო კადრები, სადაც ასახულია კონკრეტული პიროვნების პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალები. ყველასთვის ნათელი რომ გახდეს რა ვიდეოჩანაწერებზეა საუბარი ვიტყვი, რომ ეს არის ვიდეოჩანაწერები, სადაც ასახულია გიორგი მამალაძისა და ირაკლი მამალაძის შეხვედრები და საუბარი. ამ ვიდეოჩანაწერებში გიორგი მამალაძე განიხილავს სხვადასხვა პირების პირად ცხოვრებას უარყოფით და მიუღებელ კონტექსტში. ასევე არსებობს სხვა მტკიცებულებები, რომელიც ეხება ბრალდებულის პირად ცხოვრებას და სხვა პიროვნებების პირად ცხოვრებას", - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

დღევანდელ პროცესს ესწრებოდა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. მისი თქმით,  დეკანოზის სასამართლო სხდომაზე დასწრება მისცემს საშუალებას, რომ უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს საქმესთან დაკავშირებით. 

"დაიწყო პროცესი, ჩვენ ყველა სხდომას დავაკვირდებით. პროცესი სრულად არ უნდ ყოფილიყო დახურული, იგივე პოზიციაზე ვრჩებით. დანარჩენს დავაკვირდებით და გვექნება მეტი ინფორმაცია და შესაძლებლობა მოვახდინოთ შეფასებები", - განაცხადა ნანუაშვილმა. 

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 ივნისს განახლდება. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე