„ბირჟა მაფიის" წევრებს 8-დან 20 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

საქართველო, თბილისი - 15:15 | 09.06.2017
ნანახია: 1346

„ბირჟა მაფიის“ წევრების, მიშკა მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას საქმეზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს.

“შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-2 და მე-3 განყოფილებების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ორი პირი - 1989 წელს დაბადებული მ.მ. და 1996 წელს დაბადებული გ.ქ. ნარკოდანაშაულისათვის თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს.

გ.ქ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)”, - ნათქვამია  შსს-ს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ დაკავებილი რეპერების ოჯახის წევრები მომხდარს „ბირჟა მაფიას“ ბოლო კლიპს უკავშირებენ რომელშიც პოლიციელია გაშარჟბული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე