მამალაძის ადვოკატმა ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

საქართველო, თბილისი - 13:07 | 09.06.2017
ნანახია: 1094

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა სხდომამდე საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საუბარია ქარჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე,სადაც ამბობდა, რომ გააჩნია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ დეკანოზს დარეგისტრირებული ჰქონდა ესპანეთში კომპანია და ამ კომპანიის მეშვეობოთ 50 მილიონი ევროს გათეთრებას აპირებდა. 

ედიშერ ქარჩავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც თითქოს მამა გიორგის მიერ ფულის გათეთრების პროცესს ეხებოდა. ის მიუთითებდა, რომ არსებობდა მტკიცებულებები. ეს აბსურდია, მარტო ის ფაქტი, რომ მისივე თქმით, პატრიარქმა ეს არ იცოდა, ეს უკვე სიცრუე იყო. მოვიძიეთ დოკუმენტი, სადაც პატრიარქის გაცემული მინდობილობაა იმ ქველმოქმედებაზე, რომელსაც დეკანოზი ედგა სათავაშეი. გრანტები და ინვესტიციები კლინიკებს უნდა მოხმარებოდა. ედიშერი აცხადებდა, რომ სარგებელს ელოდა დეკანოზი, ეს არის სიცრუე, ეს არის ღირსების შელახვა. არ შეიძლება ასეთი ცილისწამება და უარგუმენტოდ საუბარი", - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე