ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს განახლდება

საქართველო, თბილისი - 11:00 | 09.06.2017
ნანახია: 1050

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს განახლდება. საქალაქო სასამართლოში სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.

პროცესს ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დაესწრება. მისი მოქმედი ადვოკატების გარდა, საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ სახაზინო ადვოკატები, რომელთა საქმეში დარჩენის სურვილი თავად ბრალდებულმა გამოთქვა. 

პროცედურულად, დღევანდელ სხდომაზე მხარეები სასამართლოს შესავალი სიტყვით მიმართავენ. როგორც ცნობილია, შესავალი სიტყვით სასამართლოსთვის მხარეებს წინა ორ სხდომაზე უნდა მიემართათ, თუმცა ეს ვერც ერთხელ ვერ მოხდა. 

პირველი სხდომა 5 მაისს დეკანოზის პროტესტის გამო ჩაიშალა, როდესაც მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სხდომა დახურა, ხოლო მეორე სხდომა - 19 მაისს სახაზინო ადვოკატების მოთხოვნით გადაიდო, რათა ისინი საქმის მასალებს გაცნობოდნენ. 

ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო სხდომა მედიისთვის კვლავ დახურული იქნება.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე