საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო

საქართველო, თბილისი - 18:02 | 05.11.2015
ნანახია: 1656

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.

ღონისძიებას აზერბაიჯანის დელეგაციასთან ერთად, ვიცეპრემიერი კახი კალაძე, საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები  ესწრებოდნენ.

ცერემონიის დასრულებისთანავე ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან, რის შემდეგაც შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში შედგება. იგეგმება შეხვედრები პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს პატრიარქთან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსაც შეხვდება. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე