ანჯელინა ჯოლი შიშობს, რომ მას ქალიშვილი ზახარიც მიატოვებს

საქართველო, თბილისი - 16:33 | 08.06.2017
ნანახია: 1580

რამდენიმე კვირის შემდეგ ანჯელინა ჯოლი და მისი შვილები ეთიოპიაში გაემგზავრებიან. ისინი მსახიობისა და მისი ყოფილი ქმრის ბრედ პიტის აყვანილი შვილის 12 წლის ზახარის დედას უნდა შეხვდნენ. მენტევაბ დავით ლებისომ ანჯელინა ჯოლის ქალიშვილთან შეხვედრის თხოვნით არაერთხელ მიმართა.

ენჯი ქალთან შეხვედრას დათანხმდა, თუმცა შიშობს, რომ გოგონა ბიოლოგიურ დედასთან დარჩენას მოითხოვს.

 „ანჯელინა ძალიან ნერვიულობს. რამდენიმე ხნის წინ კი მეგობრებთან საუბრისას წამოიყვირა: „ზახარიმაც რომ მოინდომოს ჩემი მიტოვება?!“- განუცხადა ინსაიდერმა ამერიკულ პორტალს Hollywood Life-ს.

ზახარიმ იცის, რომ მისი ნამდვილი დედა ცოცხალია და მასთან შეხვედრა სურს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე