რა თანხა დაუჯდება ბურაკ ოზჩივიტს ფახრია ევჯენთან ქორწინება?

საქართველო, თბილისი - 15:17 | 08.06.2017
ნანახია: 1699

29 ივნისს თურქული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ულამაზესი წყვილის ბურაკ ოზჩივიტისა და ფახრია ევჯენის ქორწილი შედგება.

როგორც ცნობილია, საქორწინო ცერემონია სტამბოლში გაიმართება. იმის მიუხედავად, რომ წყვილი კარგად მალავდა ცერემონიის გამართვის ზუტს ადგილს, თურქულმა მედიამ მაინც გაარკვია არამხოლოდ ლოკაცია, არამედ ქორწილის ხარჯებიც.  

ოზჩივიტისა და ევჯენის ქორწილი ვილა Sait Halim Paşa-შ გაიმართება, რომელიც ფოსფორის სრუტის სანაპიროზე მდებარეობს და ისტორიული ფასეულობა გააჩნია.

ქორწილში 500 სტუმარია დაპატიჟებული, თითოეულ მათგანზე დანახარჯი 150 ევროს შეადგენს, მთლიანად საქორწინო ცერემონიის ხარჯები, ოზჩივიტს 75 ათასი ევრო დაუჯდება.

ქვემოთ წარმოგიდგენთ ვილა Sait Halim Paşa-ს ფოტოებს, სადაც საქორწინო ცერემონია უნდა გაიმართოს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე