აფგან მუხტარლი ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 12:02 | 08.06.2017
ნანახია: 1033

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს, რადგან ფიქრობს, რომ  გატაცება დაფიქსირებული უნდა იყოს, როგორც მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში, ისე სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მისივე თქმით, უკვე სხვა მანქანში გადასვეს. 

როგორც მუხტარლის ადვოკატმა, ელჩინ სადიკოვმა საზოგადოებრივთან საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად ჯანმრთელბის პრობლემებისა, ჟურნალისტი თავს კარგად გრძნობს. თავად ადვოკატი მომდევნო კვირას თბილისში ჩამოსვლას და იმ ტერიტორიის დათვალიერებას გეგმავს, სადაც აფგან მუხტარლის მტკიცებით, მას თავს დაესხნენ.

 „მომდევნო კვირას ჩამოვალ თბილისში და პირადად დავათვალიერებ ყველა დასახელებულ ადგილს, ამავდროულად გვინდა, რომ გადმოგვეცეს იმ კამერების ჩანაწერები, რომლებიც სახლთან ახლოს არის დამონტაჟებული. ამ ჩანაწერებში უნდა ჩანდეს რა მოხდა. მოვითხოვთ ასევე ბელაქანის სასაზღვრო გამშვებ პუნტქთან დამონტაჟებული კამერების ჩანაწერების გადმოცემასაც. თავად აფგანი ახლა თავს ნორმალურად გრძნობს, თუმცა ნეკნი აწუხებს, რომელიც მას გატაცებისას ჩაუმტვრიეს“, -განაცხადა ადვოკატმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე